არკონ დეველოპმენტი ბათუმში თავის პირველ პროექტს - „არკონ ბათუმი რეზიდენსს“ განახორციელებს. მრავალფუნქციური პროექტი 33 700-მდე კვ.მ-ის მშენებლობას ითვალისწინებს და საცხოვრებელ აპარტამენტებს, კომეციულ ფართებსა და სასტუმრო ნომრებს მოიცავს. მშენებლობის ფინანსური პარტნიორია ბაზის ბანკი. კომპლექსი ზღვიდან 500 მეტრში, ბათუმის საერთაშორისო სტანდარტების სტადიონის წინ, ქალაქის ტურისტულად აქტიურ და პრესტიჟულ უბანში მდებარეობს.
„არკონ დეველოპმენტი, როგორც არკონს ქონსთრაქშენის ქვე-ბრენდი დიდი ხანი არ არის რაც ქართულ ბაზარზე გამოვიდა. ამ ბრენდის ქვეშ ჯერ მხოლოდ 3 პროექტი გვაქვს განხორციელებული და გვიხარია, რომ უკვე გავცდით დედაქალაქის ფარგლებს და ვიწყებთ ახალ პროექტს ბათუმის ბაზარზე.
გვჯერავს, რომ ჩვენი ბათუმის ბაზარზე გაფართოება წარმატებული ნაბიჯი იქნება როგორც კომპანიისთვის, ასევე შენაძენი ქალაქისთვის, რადგან ჩვენ ყოველთვის პასუხიმგებლობით ვეკიდებით თითოეულ პროექტს და რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიფრთხილით დავგეგმეთ „ბათუმი რეზიდენსიც“, რომელიც მთლიანად პასუხობს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს და კიდევ ერთ გამორჩეულ, პრემიუმ ხარისხის პროდუქტს შემატებს ქალაქს.“ - აცხადებენ კომპანიაში.
პროექტს გაქირავების სერვისითა და მომსახურებით მენეჯმენტ კომპანია WeHost-ი უზრუნველყოფს.