არკონ ბათუმი რეზიდენსი, 25 სართულიანი მრავალფუნქციური პროექტი სრულად დაფინანსდება ბაზის ბანკის მიერ. ამის შესახებ კომპანიასა და ბანკს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. ასევე მხარეების შეთანხმებით პარტნიორობის ფარგლებში პროექტის მომავალი მესაკუთრეებისთვის ბანკი იპოთეკურ სესხებზე სპეციალურ პირობებს გაავრცელებს.
არკონ ბათუმი რეზიდენსი არკონ დეველოპემტის პირველი პროექტია ქალაქ ბათუმში. მშენებლობა 336 საცხოვრებელი აპარტამენტ, სავაჭრო ცენტრს, სასტუმროს, რესტორენსა და ბარებს და 130 პარკინგს ითვალისწინებს. მშენებლობა 2024 წელს დასრულდება.