გორგასლის # 12









სპეციფიკაციები

არკონ ელეგანსი შედგება ორი - “ა” და “ბ” ბლოკებისაგან.

“ა” ბლოკის ორ სართულზე განლაგებულია კომერციული /საოფისე ფართები და ლობი, ხოლო მესამე სართულიდან 18-ე სართულის ჩათვლით ეთმობა აპარტამენტებს.

პროექტში განთავსდება სარეკრეაციო სივრცეები, კაფე-ბარები, სპორტული დარბაზი და თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები. 

“ბ” ბლოკი სრულად წარმოადგენს საოფისე ცენტრს საერთო სარგებლობის საკონფერენციო დარბაზით.

ორივე ბლოკში მიწისქვეშა ორ სართულზე განლაგებულია პარკინგი 83 ავტომანქანაზე.

 

 

არკონ ელეგანსის “ა” ბლოკში თითოეულ სართულზე განლაგებულია 5-დან 7 ბინამდე.

თითოეული აპარტამენტი დაგეგმარებულია იმდაგვარად, რომ მარაგდებოდეს მზის ჭარბი განათებით - თითოეულ მათგანს გააჩნია საზაფხული ფართი, რომელიც ჩვენი მომავალი მობინადრეების უსაყვარლეს ადგილს წარმოადგენს განტვირთვისთვის, დასვენებისთვის, მწვანე, სარელაქსაციო სივრცის მოსაწყობად ულამაზესი ხედებით თბილისზე.

ფართების მინიმალური კვადრატულობაა 70 კვ.მ და მაქსიმალური - 122 კვ.მ (სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ბინების გაერთიანება გაზრდილი ფართის მიღების მიზნით).