ჩვენ შესახებ

„არკონ დეველოპმენტი“ ბაზარზე 2010 წლიდან მოღვაწე სამშენებლო კომპანია „არკონის“ ახალი მიმართულებაა. კომპანიას უკვე განხორციელებული აქვს ათამდე დეველოპერული პროექტი ბოლო 4 წლის განმავლობაში. აღნიშნულმა დეველოპერულმა პროექტებმა და 14 წლიანმა მოღვაწეობამ სამშენებლო ბაზარზე  (40-მდე სამშენებლო პროექტით) დაგვანახა როგორც ცალკეული ბინის მაძიებლისა და ოჯახის ძირითადი საჭიროებები, ასევე მშენებლობის და დეველოპინგის განუსაზღვრელი როლი ქალაქისა და გარემოს დაცვასა და, უფრო მეტიც, განვითარებაში. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ თანამედროვე სამყაროში მშენებლობა გასცდა ფართის ქონის იდეას და მისი უმთავრესი ამოცანაა გარემოსთან ჰარმონია და ადამიანის ხარისხიანი ცხოვრების უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, ჩვენ არ გთავაზობთ უბრალოდ საცხოვებელ ფართებს, არამედ, ვქმნით ღირებულ სივრცეებს, სადაც ადამიანი და ურთიერთოებები უმთავრესი საზრუნავია!

ჩვენ ჩვენი პროექტებითა და განვითარებული ინფრასტრუქტურით ვქმნით ემოციას და ურთიერთობებს!

არკონ დეველპმენტის პროექტების მშენებლობას უზრუნველყოფს არკონ ქონსთრაქშენი.