არკონის სტანდარტი

ღირებული სივრცე - ეს არის კომპანიის დაპირება, რომლის ფარგლებშიც არკონ დეველოპმენტის პროექტები იქნება შიდა ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი: სავაჭრო სივრცეებით, სპორტ დარბაზითა და ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის საჭირო მომსახურებების ხელმისაწვდომობით, ასევე, გამწვანებული ეზო მოპირკეთებული ბილიკებითა და დასაჯდომებით. ან/და აღნიშნულ საჭიროებას გადავჭრით საუკეთესო ლოკაციის უზრუნველყოფით.

ენერგო ეფექტურობა - არკონ დეველოპმენტის პროექტები შენდება ენერგოეფექტური მასალებითა და ენერგოეფექტური არქიტექტურული დაგეგმარებით, რათა მომავალმა მობინადრეებმა დაზოგონ 40%-მდე ენერგორესურსები და შესაბამისად, ფინანსები. ამისათვის გამოყენებული იქნება თბოიზოლაციური მასალები, ენერგოეფექტური ორმაგი მინა-პაკეტები და  ენერგოდამზოგავი ბლოკი.

უსაფრთხო სივრცე - არკონ დეველოპმენტის პროექტები სრულად უზრუნველყოფს მობინადრეთა უსაფრთხოებას: ლობი კონსიერჟით, საერთო სივრცეების კამერებით 24/7-ზე მეთვალყურეობა. ინფრასტრუქტურის დალაგებისა და მომსახურების სერვისი, რათა მობინადრეებმა იგრძნონ კომფორტი და უსაფრთხოება არკონის პროექტებში არა მხოლოდ ბინის შეძენისას, არამედ გრძელ ვადაში.

ვქმნით ემოციას და ურთიერთობას - ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი მომხმარებელი ამას იგრძნობს არკონ დეველოპმეტნთან შეხების პირველივე წუთიდან - ბინის შერჩევის პროცესიდან დაწყებული კომპლექსში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდგომ პერიოდით დასრულებული. როგორც კომპანიასთან ურთიერთობით, ასევე დეველოპერული კომპლექსის ინფრასტრუქტურითა და სერვისებით.

შეძენის შემდგომი მომსახურება - ჩვენთვის მნიშვნელოვანია გაგიმარტივოთ ახალი საცხოვრისის მოწყობის რთული და დამღლელი პროცესი. შესაბამისად, ჩვენი მომავალი მობინადრეებისთვის არკონ დეველპმენტი უზრუნველყოფს საუკეთესო პარტნიორი კომპანიების ფასდაკლებებს ბინის შეძენის შემდგომ მომსახურებებსა და პროდუქტებზე, როგორიცაა: რემონტი, ინტერიერის დიზაინი, ავეჯი, ტექნიკა და ა.შ.