პროექტი "არკონ ელეგანსი" მდებარეობს ქალაქის ისტორიულ ცენტრში, გორგასლის 12-ში, ფინანსთა სამინისტროს გვერდზე, სახელმწიფო დაწესებულებებითა და საელჩოებით დატვირთულ უბანში, რომელიც ამავდროულად ფეხით სასიარულო დისტანციაზეა ქალაქის ტურისტულ ცენტრთან, აბანოთუბანთან.
ტერიტორიის სიახლოვეს, 5 წუთის სავალზეა თანამედროვე და ჯანსაღი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა: მაღაზიები და სავაჭრო ობიექტები, საცურაო აუზი და ფიტნესი, სალონები და ისტორიული ცენტრი - ძველი თბილისი.