არკონ ელეგანსი შედგება ორი - “ა” და “ბ” ბლოკებისაგან.
18 სართულიანი “ა” ბლოკის პირველ ორ სართულზე განლაგებულია სხვადასხვა დანიშნულების კომერციული / საოფისე ფართები და ლობი. ამ უკანასკნელს იზოლირებული შესასვლელი აქვს და ემსახურება მხოლოდ მობინადრეებს. “ა” ბლოკში ფართები მესამე სართულიდან 18-ე სართულის ჩათვლით ეთმობა აპარტამენტებს.
პროექტში განთავსდება სარეკრეაციო სივრცეები, კაფე-ბარები, აუზი, სპორტული დარბაზი და თანამედროვე ცხოვრებისთვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები.
“ბ” ბლოკი სრულად წარმოადგენს საოფისე ცენტრს საერთო სარგებლობის საკონფერენციო დარბაზით.
ორივე ბლოკში მიწისქვეშა ორ სართულზე განლაგებულია პარკინგი 83 ავტომანქანაზე.
არკონ ელეგანსის “ა” ბლოკში თითოეულ სართულზე განლაგებულია 5-დან 7 ბინამდე.
თითოეული აპარტამენტი დაგეგმარებულია იმდაგვარად, რომ მარაგდებოდეს მზის ჭარბი განათებით - თითოეულ მათგანს გააჩნია საზაფხული ფართი, რომელიც ჩვენი მომავალი მობინადრეების უსაყვარლეს ადგილს წარმოადგენს განტვირთვისთვის, დასვენებისთვის, მწვანე, სარელაქსაციო სივრცის მოსაწყობად ულამაზესი ხედებით თბილისზე.
ფართების მინიმალური კვადრატულობაა 70 კვ.მ და მაქსიმალური - 122 კვ.მ (სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ბინების გაერთიანება გაზრდილი ფართის მიღების მიზნით).
კომპლექსის მოსაპირკეთებლად გამოიყენება მაღალი ხარისხის კომპოზიციური პანელები, რომელიც მას უნიკალურ ვიზუალს უქმნის. მშვიდი ყავისფერი ტონალობა კი მინის აივნებთან ერთად შენობის თანამედროვე არქიტექტურულ სტილს უსვამს ხაზს.
კომპლექსს მოემსახურება “KONE”-ს ბრენდის სწრაფი ლიფტი.